გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ბავარიის მხარეში მომხდარი ავარიის შედეგად ბევრი დაღუპულია.
„კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდი მწუხარებით შეიტყო ეს ამბავი. სამწუხაროდ, ბევრი დაიღუპა ცეცხლწაკიდებულ ავტობუსში“, - განაცხადა ზაიბერტმა.
გერმანიაში, ბავარიის მხარეში მომხდარი ავარიის დროს, სავარაუდოდ, 17 მგზავრი დაიღუპა, - აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მცირე იმედი გვაქვს, რომ ვინმემ შესძლო ავტობუსიდან გამოსვლა და შოკურ მდგომარეობაში გაიქცა, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ და მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
გერმანიაში, ბავარიის მხარეში, ავარიის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა.
ავარია დღეს დილით მოხდა. ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულებს შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან.
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსში 48 ადამიანი იმყოფებოდა.