საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ ვხედავ შეთანხმებისთვის ნოყიერ საფუძველს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ ვხედავ შეთანხმებისთვის ნოყიერ საფუძველს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ ვხედავ შეთანხმებისთვის რაიმე ნოყიერ საფუძველს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ახლაც ფიქრობს, რომ მიზნის მიღწევის ყველაზე კარგი საშუალება არის შანტაჟი.

"საბოლოო ვერსია, რაც მიღებულია ორი მოსმენით, არის ბევრად გაუმჯობესებული ვერსია. ის ინარჩუნებს პრეზიდენტის არჩევის ძველს წესს, ინარჩუნებს პარლამენტის შერეული სისტემით არჩევის საკითხს. თუმცე, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ძირითადი კანონის სხვა თავებით და სხვა ნაწილებით. პირადად მე, ვერ ვხედავ თავისუფალ დიაპაზონს შეთანხმებისთვის",- განაცხადა ქუცნაშვილმა.