მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა ლტოლვილთა სამინისტროს საქმის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა ლტოლვილთა სამინისტროს საქმის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს საქმის შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინა.

როგორც ადვოკატმა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტაცია მოიცავს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს და განცხადებებს, თუ როგორი საფრთხე ემუქრება თურქეთში საპატიმროში მოხვედრილ ადამიანს.

"ასევე თურქეთის მედიის მხრიდან ბატონი მუსტაფა, მისი ოჯახი და დემირელის კოლეჯის პედაგოგები მოხსენიებული არიან მოღალატეებად. ასევე ქართული მედია ხსენებულია, თითქოს საქმეზე შეკვეთილ სტატიებს ავრცელებს. ვთხოვთ ბატონ მინისტრს, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და ნუ გაწირავს ამ ადამიანებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის", - განაცხადა ბარათაშვილმა და სამინისტროში დოკუმენტაცია წარადგინა.