CNN - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სირიისა და უკრაინის საკითხზე ისაუბრებს

CNN - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სირიისა და უკრაინის საკითხზე ისაუბრებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ძირითადად სირიისა და უკრაინის საკითხზე გეგმავს ყურადღების გამახვილებას, - აღნიშნულის შესახებ ტელეარხი CNN აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან სირიაში არსებული სამხედრო სიტუაციის განხილვა სურს, ასევე რუსეთის ქმედებების უკრაინაში. თუმცა, შეხვედრის მთავარი თემა სირია და რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის საკითხი იქნება.

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხი სავარაუდოდ განხილული არ იქნება.

7-8 ივლისს ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან. თუმცა, ჯერ დადგენილი არ არის თუ რა ფორმატში შედგება ეს შეხვედრა.