ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანა იგეგმებოდა, რის გამოც დაზღვევა არ გააგრძელა

ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანა იგეგმებოდა, რის გამოც დაზღვევა არ გააგრძელა

ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გია სულაქველიძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანის შესახებ ინფორმაციები ვრცელდებოდა.

როგორც სულაქველიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სწორედ ამის გამო არ გააგრძელა დაზღვევა, რომლის ვადაც იანვარში ამოეწურა.

მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა თუ სად და როგორ განთავსდებოდა ელიავას ბაზრობა, აქედან გამომდინარე, მოერიდა რისკებს და თავი შეიკავა დაზღვევის გახანგრძლივებისგან.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის გადატანა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე იგეგმება.