დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე სახელმწიფო დაცვას ითხოვს

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე სახელმწიფო დაცვას ითხოვს

დემირელის სკოლის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი სახელმწიფო დაცვას ითხოვს. როგორც მან ოკუპირებული ტეროტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან განაცხადა, მასზე სოციალური ქსელების მეშვეობით ზეწოლა და მუქარა ხორციელდება.

"სოციალური ქსელებით ხორციელდება მუქარა, ძირითადად თურქეთიდან. ისმის მოწოდებები, რომ ჩამოვიდნენ თბილისში ჯგუფები, გვიპოვონ და დაგვხვრიტონ. ადვოკატს მივმართე, რომ მეშინია და ის მიმართავს შესაბამის უწყებებს დაცვის გამოყოფის მოთხოვნით", - განაცხადა თუბა ჩაბუქიმ.

როგორც ოჯახის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ის სდსს-ს ოჯახისთვის დაცვის გამოყოფის თხოვნით დღეს მიმართავს.