ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა, მათთან დაკავშირებით მოსაძებნი იქნება გზები კომპენსაციის მიზნით

ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა, მათთან დაკავშირებით მოსაძებნი იქნება გზები კომპენსაციის მიზნით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პირველ რიგში მომხდარის მიზეზები უნდა დადგინდეს, თუ რამდენად შეიძლება ხანძარი ვიღაცის მიზანმიმართული ქმედებით ყოფილიყო გამოწვეული.

როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესაბამისად გამოიკვეთება პასუხისმგებელი სუბიექტი. ფოფხაძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო თავის მხრივ უნდა დაეხმაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.

”ამ ეტაპზე კომპენსაციის საკითხზე საუბარი რთულია. ვისაც დაზღვევა ჰქონდა, მასთან მიმართებით განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი იქნება, ხოლო ვისაც დაზღვევა არ ჰქონდა, მათთან დაკავშირებით მოსაძებნი იქნება გზები კომპენსაციის მიზნით”, - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.