მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი იყო, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა.