ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი - მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა

ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი - მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა

მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორმა გოჩა ხეცურიანმა განუცხადა.

"პოლიციაში დავიკითხე. საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს რა მოხდა და არ არის ისეთი რთული შენობა, რომ ვერ დაადგინონ. კომპენსაციებს რაც შეეხება, დასკვნიდან გამომდინარე გადავწყვეტთ. მოვაჭრეების ძირითად ნაწილს დაზღვევა ჰქონდა, ვისაც არ ჰქონდა, რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება", - განაცხადა ხეცურიანმა.