ლაშა აბაშიძე: ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს

ლაშა აბაშიძე: ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს

ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა ცეცხლის ლიკვიდირება და უსაფრთხოების დაცვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აბაშიძის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.