ელიავაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაღაზიების მეპატრონეები ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ

ელიავაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაღაზიების მეპატრონეები ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაღაზიების მეპატრონეები ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ. მათი თქმით, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, ამიტომ ცეცხლი სხვა ობიექტებზეც რომ არ გავრცელდეს, ვერტმფრენები უნდა დაიხმარონ.

ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სამსართულიან შენობას უკიდია. მაღაზიების მეპატრონეებს საქონელი სავაჭრო ობიექტებიდან გააქვთ. ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობს. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მეხანძრეების განცხადებით, არსებობს ცეცხლის სხვა ობიექტებზე გავრცელების საშიშრობა.