ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სამსართულიან შენობას უკიდია

ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სამსართულიან შენობას უკიდია

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობს. ცეცხლი ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სამსართულიან შენობას უკიდია, სადაც ავტონაწილები, საბურავები და საღებავები იყიდება.

მეხანძრეების განცხადებით, არსებობს ცეცხლის სხვა ობიექტებზე გავრცელების საშიშრობა.