„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი სამშენებლო რეგულაციებს გაამკაცრებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი სამშენებლო რეგულაციებს გაამკაცრებს

„სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება, თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან შეუძლებელია, ფაქტობრივად, ყოველ თვე 1 ადამიანი იღუპებოდეს ამ მშენებლობების დროს. ძალიან მკაცრი რეგულაციები იქნება ასევე ფასადების მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ვერეს ხეობაში, სადაც დატბორვის საშიშროება არის, სამშენებლო სამუშაოები აღარ განხორციელდება.

„ვერს ხეობას და 13 ივნისს რაც შეეხება, ძალიან მძიმე დღეები იყო. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო ახალგაზრდობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით სამუშაოებში. ხეობაში, სადაც დატბორვითი საშიშროებ არსებობს, იქ არანაირი მშენერბლობები არ შეიძლება განხორციელდეს მომავალი წლების განმავლობაში. ამაზე დასკვნებია დადებული. იყი ადგილები სადაც ოჯახები ცხოვრობდა, მაგრამ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ეს ოჯახებიც იქნა გამოყვანილი“, - აღნიშნა კალაძემ.