კახა კალაძის თქმით, პირადად იქნება დაინტერესებული იმ პროექტებით, რომელიც დედაქალაქშიო სამუშაო ადგილებს შექმნის

კახა კალაძის თქმით, პირადად იქნება დაინტერესებული იმ პროექტებით, რომელიც დედაქალაქშიო სამუშაო ადგილებს შექმნის

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დასაქმების პრობლემის მოგვარება თბილისის მერის პრეროგატივა არ არის, თუმცა ზოგადად, საპარლამენტო არჩევნების დროს, ხელისუფლებამ ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რისი განხორციელებიტაც შეიქმნება სამუშაოები.

ამის შესახებ კალაძემ "იმედის კვირაში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქს რაც გააჩნია, ეს არის ისტორიული თბილისი და თბილისის ზღვა, რომლის განვითარებითაც სამუშაო ადგილების შექმნაა შესაძლებელი.

"პირადად ვიქნები დაინტერესებული ზუსტად იმ პროექტების განხორციელებით, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. აქვე ავღნიშნავ, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს თბილისის ზღვა, რომელიც კიდევ უფრო განვითარდეს ეკონომიკურად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა კალაძემ.