მეც მაწუხებს ის, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას

მეც მაწუხებს ის, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას "სითი პარკთან" მიმართებაში

 
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, "სითი პარკის" საკითხი აუცილებლად არის შესასწავლი, რაც მისი მერად არჩევის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება.
კალაძის თქმით, მასაც აწუხებს "სითი პარკტან" დაკავშირებით ის პრობლემები, რაც დედაქალაქის მოსახლეობას.
"ხელშეკრულება აუცილებლად არის შესასწავლი, როგორც მეუბენბიან, ძალიან მძიმე ხელშკერულებაა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იქნა გაფორმებული. რა თქმა უნდა ეს იურისტებმა უნდა გაიარონ. მეც მაწუხებს ის, რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას "სითი პარკთან" მიმართებაში. ძალიან უხეშად ექცევიან ადამიანებს და ეს გამაღიზიანებელია ყველასთვის. უნდა შეისწავლონ, რამდენად შეიძლება ამ ხელშკრულების გაუქმება. აუცილებლად ამას დავიწყებთ და ისეთ გადაწყევტილებას მივირებთ, რომ არც სახელმწიფო დავაზიანოთ დაპრობლემებიც მოგვარდეს", - განაცხადა კალაძემ.