კახა კალაძე: უბრალო ადამიანი ვარ და მოსახლეობასთან შეხვედრებს არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებ

კახა კალაძე: უბრალო ადამიანი ვარ და მოსახლეობასთან შეხვედრებს არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებ

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შეფასებით ის უშუალო, უბრალო ადამიანია და არცევნების სემდეგაც აპირებს დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრებს.

„სრულიად საქართველო მაქვს ფეხით შემოვლილი და ვიცი ყველა ის პრობლემა, რაც არამარტო თბილისში, არამედ ქვეყანაში არის. მოსახლეობასთან შეხვედრები არამხოლოდ წინასარჩევნო პერიოდში იქნება, არამედ მის მერეც გაგრძელდება. ყოველთვის მაქვს სურვილი, შევხვდე ადგილობრივ მოსახლეობას, მათთან ერთად გავიარო და გადავჭრა ის პრობლემები, რაც აწუხებთ კონკრეტულ უბნებში, რაიონებში, ქუჩებზე. როგორ უნდა იჯდე კაბინეტში ადამიანი, როდესაც თბილისში არსებობს გარკვეუული პრობლემები, რომელიც უნდა გადაიჭრას აუცილებლად. ასე ვმუშაობდი 5 წლის განმავლობაში, როდესაც ენეგეტიკის მინისტრი ვიყავი. მე ასე ვაპირებ. ასეთი ვარ, უბრალო, უშუალო ადამიანი“, - განაცხადა კალაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში.