ჩემს მიერ რა დაპირებაც იქნება გაცემული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის შესრულდეს

ჩემს მიერ რა დაპირებაც იქნება გაცემული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის შესრულდეს

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერობის არჩევნების დროს მოსახლეობა კარგად გაეცნოს ამა თუ იმ კანდიდატის საარჩევნო დაპირებებს, რათა მისი გამარჯვების შემთხვევაში, იცოდეს, რა აქვს მას გასაკეთებელი.

თავის მხრივ, მმართველი გუნდის კანდიდატი პირობას დებს, რომ ყველა დაპირება, რაც ექნება, აუცილებლად შესრულდება.

"ამ არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობამ ძალიან კარგად გაეცნოს საარჩევნო პოროგრამას, რომელიც კონკრეტული კანდიდატების მხრიდან იქნება წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაცნობის შემდეგ, მოითხოვოს იმ დაპირებების შესრულება. ჩემს მიერ რა დაპირებაც იქნება გაცემული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის შესრულდეს. შეიძლება ოქროს ვარკსვლავები ვერ დავკიდო, მაგრამ რასაც დავპირდები ამომრჩეველს, ყველაფერს შევასრულებ. ასე მიცხოვრია და ასე ვაპირებ ცხოვრებას", - განაცხადა კალაძემ "იმედის კვირაში".