კახა კალაძე: არჩევის შემთხვევაში, მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები

კახა კალაძე: არჩევის შემთხვევაში, მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქარტველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალძის განცხადებით, არჩევის შემთხვევაში ის თითოეული თბილისელის მერი იქნება.

„ დავამტკიცე ჩემი მინისტრობის პერიოდში, რომ მე არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ენერგეტიკის მინისტრი. მე ვარ ყველას ენერგეტიკის მინისტრი და ასე ვაპირებ მომავალში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას. იმ შემთხვევაში, თუ მე ვიქნები არჩეული მერის თანამდებობაზე, მე ყველა თბილისელის მერი ვიქნები. და ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისის მოსახლეობას აწუხებს, ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას იმ კონკრეტული გეგმებით, რომელიც ჩვენს მიერ იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

კალაძემ ნარმანიას მიმართ მის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათში სიახლე არაფერია
„რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ და პირიქით, კარგი მინდა, რადგან ყველა, ავიღოთ თუნდაც მინისტრთა კაბინეტი, ყველა მინისტრი იყოს წარმატებული, რადგან მათი წარმატება გუნდის, ქვეყნის, დედაქალაქის წარმატებაზე აისახება", - განაცხადა კალაძემ.