„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყველაფერს გააკეთებს თბილისელების პრობლემის მოსაგვარებლად

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ყველაფერს გააკეთებს თბილისელების პრობლემის მოსაგვარებლად

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კხა კალაძის განცხადებით, ის ძლიერ გუნდთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისის მოსახლეობის პრობლემები მოგვარდეს.

“კარგად მაქვს გააზრებული, რას ნიშნავს იყო დედაქალაქის მერი. შემიძლია ვთქვა, რომ მე მზად ვარ. მჯერა, რადგან მე მყავს გუნდ. ყოველთვის, სადაც არ ვიყავი, ყველთვის გვერდით გუნდი მყავდა. ჩემი წარმატება სწორედ, განპირობებულია იმით, რომ ძლიეrი ადამიანები მყავდა შემოკრებილი გვერდით. იგივე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ დედაქალაქის მოსახლეობა ამირჩევს. ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობის პრობლემები მოგვარდეს. ჩემს თავზე საუბარს ვერ დავიწყებ, უხერხულია, თუმცა, შედეგები ლაპარაკობს ბევრს“, - განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.