თბილისის მერობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება გუნდმა მსჯელობის შემდეგ მიიღო

თბილისის მერობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება გუნდმა მსჯელობის შემდეგ მიიღო

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება გუნდმა მსჯელობის შემდეგ მიიღო.

ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესმის, რაც არის დედაქალაქის მერობის პასუხიმსგებლობა და მზად არის ამ ბრძოლისთვის.

"რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გუნდში მოხდა ამის განხილვა მსჯელობა და ერთხმად იყო მირებული გადაწყვეტილება, რომ ჩემი კანდიდატურა ყოფილიყო დასახელებული. ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ეს და მზად ვარ ამ ბრძოლისთვის. მჯერა, რომ გუნდთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ დედაქალაქის სასარგებლოდ", - განაცხადა კალაძემ "იმედის კვირაში" სტუმრობისას.

მისი თქმით, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, თუმცა საზოაგდოება ვითარდება და უფრო მეტია გასაკეთებელი.