„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შეფასებით, სახელისუფლებო კანდიდატს პრივილეგია გააჩნია

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შეფასებით, სახელისუფლებო კანდიდატს პრივილეგია გააჩნია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, სახელისუფლებო კანდიდატს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ პროექტები და დაპირებები განახორციელოს.

მისი თქმით, საბოლოოდ, კანდიდატი მოსახლეობამ, ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს.

„რაც შეეხება ზოგადად კანდიდატს, მე არ მგონია, მხოლოდ ერთი კრიტერიუმით უნდა განისაზღვრებოდეს წარდგენილი კანდიდატები. ეს შეფასებები ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს - რომელი კანდიდატი რა გეგმით იქნება წარმოდგენილი, ვის რა შესაძლებლობები აქვს, რომ განახორციელოს ის საარჩევნიო პროგრამა, რომელიც არის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი. თუმცა, მგონია, სახელისუფლებო კანდიდატს გააჩნია პრივილეგია, აქვს უდფრო მეტი შესაძლებლობები განახორციელოს ყველა დაპირება და პროექტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი. მაგრამ ეს საერთო ჭრილში უნდა განიხილოს“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში კალაძემ.