ძალიან ბევრი წერილი მივიღე სოციალურ ქსელში წარდგენის შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის

ძალიან ბევრი წერილი მივიღე სოციალურ ქსელში წარდგენის შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, გუშინ მისთვის ძლაიან ემოციური დღე იყო, რისთვისაც მადლობას უხდის პოლიტიკურ გუნდს, პარტიას და მის ლიდერს, გიორგი კვირიკაშვილს ამ ნდობისთვის.

"გუშინ წარმადგინეს თბილისის მერის კანდიდატად. ძალიან ბევრი წერილი მივიღე სოციალურ ქსელში წარდგენის შემდეგ და ძალიან დიდი მადლობა თბილისს, თბილისელებს მხარდაჭერისთვის და მაქსიმალურად ვეცდები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც გამომიცხადეს ჩემმა თანაგუნდელებმა, გავამრთლო და ყველაფერი გავაკეთო ამისთვის", - განაცხადა კალაძემ "იმედის კვირაში" სტუმრობისას.

რაც შეეხება განსახორციელებელ პროექტებს, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია.