მარიამ ჯაში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა

მარიამ ჯაში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა

სამგორის რაიონის 115-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად დღეს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" მხარდასაჭერ აქციას შეუერთდნენ. ღონისძიებაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმდჯომარე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი მარიამ ჯაში მონაწილეობდა. ღონისძიებას სამგორის რაიონის სხვა ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

მარიამ ჯაშმა ისაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის, თითოეული დაწესებულების თანამშრომლების მხარდაჭერა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, რეაბილიტაციის საქმეში.

„დღეს სამგორის რაიონის 115-ე ბაღის ინიციატივით ხდება თანამშრომლების გაერთიანება საქართველოს სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად, რათა გვერდით დაუდგნენ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ჩვენ გვჭირდება კიდევ ურო მეტი ჩართულობა, რომ არა მხოლოდ მთლიანად მოხდეს ფინანსური დახმარება სიმსივნით დაავადებული ბავშვების, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ საქართველოში მძლავრი პედიატრიული ონკოლოგიური სერვისის დაფუძნება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.