ირაკლი აბესაძე:  თბილისის პრობლემების მოგვარების გეგმა ჯერ მხოლოდ ჩვენ წარმოვადგინეთ

ირაკლი აბესაძე: თბილისის პრობლემების მოგვარების გეგმა ჯერ მხოლოდ ჩვენ წარმოვადგინეთ

თბილისის პრობლემების მოგვარების გეგმა ჯერ მხოლოდ ჩვენ წარმოვადგინეთ, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წვერმა ირაკლი აბესაძემ თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთ კონკურენტუნარიან კანდიდატად, ვინც ელენე ხოშტარიას დაუპირისპირდება, შეიძლება სახელისუფლებო კანდიდატი იყოს და ისიც იმის გამო, რომ მას ”შეუზღუდავი ადმინისტრაციული რესურსი” გააჩნია.

,,ქართული ოცნების და ნარმანიას მმართველობამ ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა და დააგროვა თბილისში. ამ პრობლემებიდან გამოსავლის ერთადერთი კომპლექსური გეგმა ჯერჯერობით წარმოადგინა მხოლოდ და მხოლოდ ”ევროპულმა საქართველომ” და ელენე ხოშტარიამ. ერთადერთ კონკურენტუნარიანად შეიძლება წარმოვიდგინოთ სახელისუფლებო კანდიდატი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სამწუხაროდ მას ექნება შეუზღუდავი შესაძლებლობა ადმინისტრაციული რესურსებით და სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობის და ასე უკანონოდ ეცდება დაამარცხოს კონკურენტი, ” - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძის კომენტარს პარტიის პრესსმსახური ავრცელებს.