ისნის №8 ოლქის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

ისნის №8 ოლქის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

აქცია გაიმართება 3 ივლისსб 14:30-19:00 საათზე - ვარკეთილი -3, IV მ/რ, ნაკვეთი 14-430 N14-ში მდებარე  თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

აქცია  ჩატარდება პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით და მულტიპროფილურ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური, თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და მაღალკვალიფიციური მედიკოსების გუნდით დაკომპლექტებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მხარდაჭერით  და მოიცავს  ისნის №8  მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ დევნილ, სოციალურად დაუცველ, პენსიონერ, მარჩენალდაკარგულ და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს.

შესაძლებელია მაღალკვალიფიციური  ექიმების უფასო კონსულტაცია, ჩამოთვლილ სპეციალისტებთან:

ოჯახის ექიმის/პედიატრის მომსახურება

ოტოლარინგოლოგია

ქირურგი

ტრავმატოლოგი

გინეკოლოგია

კარდიოლოგი

ნევროლოგი

ენდოკრინოლოგი

 

აქციის მონაწილეებს კლინიკა სთავაზობს შემდეგ კვლევებს:

ექოსკოპია, რენტგენი და კარდიოგრამა.

აქციის მხარდამჭერია „სახალხო აფთიაქი, რომელიც აქციის მონაწილეებზე გასცემს 25%-იან ფასდაკლების ბარათებს ნებისმიერი სახის მედიკამენტზე და გადასცემს საჩუქრებს, პენსიონერებს უფასოდ გადაეცემა პირველადი მოხმარების მედიკამენტები. აქციის მონაწილეებს კლინიკა გადასცემს სამედიცინო მომსახურებების ფასდაკლების ბარათებს  და მათ მომავალში საშუალება მიეცემათ კარდიოექოსკოპიაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ და მაღალტექნოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ერთი სისტემის ფარგლებში მხოლოდ  90 ლარად ჩაიტარონ.