შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ხვალ პირველი სესიის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება და აუცილებელია აბიტურიენტებმა თან იქონიონ ყველა საჭირო საბუთი და დაიცვან წესრიგი.

”წელს რაიმე გამორჩეული სიახლე არ გვაქვს. გამოცდები ტარდება კვლავ ნახევრად ელექტრონული ფორმით, როგორც წინა წელს.

08:00 საათზე დილით ველოდებით აბიტურიენტებს პირველ სესიაზე რეგისტრაციისთვის.

მე მოვუწოდებ აბიტურიენტების მშობლებს და ვთხოვ მათ, რომ მაქსიმალურად მშვიდი გარემო შეუქმნან საკუთარ შვილებს, რათა უკეთესად უპასუხონ კითხვებს. ასევე არ დაიგვიანონ აბიტურიენტებმა და თან იქონიონ პირადობის მოწმობა და მოსაწვევი”, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ.

სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.