კახა კალაძე არის ადამიანი, რომელიც გამარჯვებასთან, წარმატებასთან და თანამედროვე მენეჯმენტთან ასოცირდება

კახა კალაძე არის ადამიანი, რომელიც გამარჯვებასთან, წარმატებასთან და თანამედროვე მენეჯმენტთან ასოცირდება

კახა კალაძე არის ადამიანი, რომელიც გამარჯვებასთან, წარმატებასთან და თანამედროვე მენეჯმენტთან ასოცირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი გუნდის საუკეთესო წევრი თბილისის მერობის კანდიდატად - კახა კალაძე. ის არის ადამიანი, რომელიც გამარჯვებასთან, წარმატებასთან და თანამედროვე მენეჯმენტთან ასოცირდება. ის იყო საუკეთესო ენერგეტიკის სფეროში, ფეხბურთში და საუკეთესო ჩვენს გუნდში. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მისი ხელმძღვანელობით გახდება კიდევ უფრო დინამიური და კიდევ უფრო წარმატებული ქალაქი. თითოეული მოქალაქისთვის საჭირო პროექტები განხორციელდება და ის შეძლებს, რომ თბილისს გაუწიოს არა მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არა მხოლოდ კარგი მენჯმენტი, არამედ თბილისი განავითაროს როგორც ბრენდი",- განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდა დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდს, თალაკვაძის განცხადებით, ნარმანიას მერობის პერიოდში ფართომასშტაბიანი პროექტები განხორციელდა, უპრეცედენტოდ გაიზარდა სოციალური პროექტები, მან დიდი სამუშაო გასწია.

არჩილ თალაკვაძემ დავით ნარმანიას გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა.