სოზარ სუბარი:   კახა კალაძე თვითონ არის წარმატების ფორმულა

სოზარ სუბარი: კახა კალაძე თვითონ არის წარმატების ფორმულა

კახა კალაძე თვითონ არის წარმატების ფორმულა და წარმატებული იყო თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის ოფიციალური წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც სუბარმა აღნიშნა, კახა კალაძე წარმატებული იყო თავისი ცხოვრების ყველა ეტაზე ყველა სფეროში - წარმატებულია პოლიტიკაში, წარმატებული იყო როგორც მენეჯერი ენერგეტიკაში, წარმატებული იყო როგორც ფეხბურთელი. 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მუდამ იდგა სიმართლის მხარეს. იმ დროს, როგორც სპორტსმენი იყო დიდების ზენიტში, მაშინდელ ხელისუფლებას ერთი სული ჰქონდა, რომ მასთან ემეგობრა კახა კალაძეს, კალაძე წავიდა ოპოზიციაში, დადგა სიმართლის და დაჩაგრული ხალხის მხარეს. დღესაც ის დგას ქართველ ხალხთან და ის აუცილებლად გაიმარჯვებს და კიდევ ბევრ ნაბიჯს გადადგამს წარმატებისკენ, - განაცხადა სუბარმა. 
კითხვაზე, იყო თუ არა მიწვეული ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე, სოზარ სუბარის თქმით, ,,კაცმა შექმნა ის, რომ ქვეყანაში თავისუფლებაა".

„რა მნიშვნელობა აქვს, მოწვევა - არმოწვევას. საერთოდ რომ არ გამოჩნდეს, ყველამ იცის, რომ ის მხარს უჭერს ,,ქართულ ოცნებას" და ჩვენს კადიდატებს ყველა რაიონში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.