კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს

მე კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მისი წარდგენის შემდეგ განუცხადა. 
კალაძე დარწმუნებულია, რომ „თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს“.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირკაშვილს ამ ნდობისთვის. მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული თუ რამდენად საპასუხისმგებლო იყო ჩვენი დედაქალაქის - თბილისის მერი. მე კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას. უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ ხედვებს, მიზნებს, თუ რა იქნება და რა გაკეთდება ჩვენს დედაქალაქში მომავალში. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის თითოეულ თბილისელს და დარწმუნებული ვარ, იმაში, რომ თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კალაძემ.