გიორგი კვირიკაშვილი:  თბილისის მერობა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევა

გიორგი კვირიკაშვილი: თბილისის მერობა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნები თითოეული თბილისელისთვის კიდევ კიდევ უფრო კარგი ხვალინდელი დღის მომტანი იქნება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთაწმინდაზე, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა. 

„თბილისის მერობა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე თავისი თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით, აუცილებლად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას. მე მინდა წარმატება ვუსურვო კახის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები, სადაც ჩვენს პარტიას აქვს ნამდვილად საფუძვლიანი იმედი ძალიან მყარი გამარჯვების, იქნება აუცილებლად ჩვენი ქალაქისთვის, ულამაზესი თბილისისთვის და თითოეული თბილისელისთვის კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღის მომტანი. დარწმუნებული ვარ, კახი ძალიან წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მიშვნელოვან გამოწვევას. კახი იქნება ჩვენი დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი“, – აღნიშნა პრემიერმა.