გიორგი კვირიკაშვილი-კახა კალაძე იქნება ჩვენი დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი

გიორგი კვირიკაშვილი-კახა კალაძე იქნება ჩვენი დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი

კახა იქნება ჩვენი დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენისას განაცხადა. 
მისი თქმით, კახა კალაძე არა მხოლოდ ყოველთვის იყო გამორჩეული მინისტრი, არამედ ის იყო ყოველთვის იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭრდებოდა. 

“მივესალმები საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს თბილისს. დღეს უკვე ოფიციალურად მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე კახი კალაძე. კახი გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი, არამედ ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი, სადაც იყო კახა კალაძე იქ ყოველთვის იყო გამარჯვება და წარმატება და მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. კახა ყოველთვის გამოირჩეოდა საქმისადმი ბოლომდე ერთგულებით. ის არის საქმისადმი ერთგული, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ძალიან კარგი მეოჯახე, მას არასოდეს უღალატია პიროვნული თავისუფლების პრინციპისთვის. მას ყოველთვის ჰქონდა გამორჩეულად აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია. ის არა მხოლოდ ყოველთვის იყო გამორჩეული მინისტრი, არამედ ის იყო ყოველთვის იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭრდებოდა. ყველზე მთავარი, მას ყველაზე კარგად ესმის რთულად, შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერი დასწრმუნებული, რომ ეს არ იქნება რთული გამარჯვება, არამედ პატიოსან, სამართლიან ბრძოლაში ჭეშმარიტი გამარჯვება, რადგან „კახი ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას“. 

„თბილისის მერობა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე თავისი თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით, აუცილებლად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას. მე მინდა წარმატება ვუსურვო კახის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში, სადაც ჩვენს პარტიას აქვს ნამდვილად საფუძვლიანი იმედი ძალიან მყარი გამარჯვების, ეს არჩევნები იქნება აუცილებლად ჩვენი ქალაქისთვის, ულამაზესი თბილისისთვის და თითოეული თბილისელისთვის კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღის მომტანი. დარწმუნებული ვარ, კახი ძალიან წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას. კახი იქნება ჩვენი დედაქალაქის გამორჩეული და ყველაზე წარმატებული მერი“, – აღნიშნა პრემიერმა.