გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. კახა კალაძის წარდგენა მთაწმინდის პარკში მოხდა. 

”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენამდე პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.