დავით ნარმანიამ უამრავი კარგი პროექტი გააკეთა, დიდი შეცდომა ან გადაცდომა მისი მხრიდან არ მახსოვს

დავით ნარმანიამ უამრავი კარგი პროექტი გააკეთა, დიდი შეცდომა ან გადაცდომა მისი მხრიდან არ მახსოვს

 მე არ მგონია დავით ნარმანიაზე საზოგადოებაში ბევრი იყოს უარყოფითი აზრის. მან უამრავი კარგი პროექტი გააკეთა, თვითონაც კარგი ადამიანია, - ამის შესახებ, მთაწმინდის პარკში ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ თბილისის მერის, დავით ნარმანიას მუშაობის შეფასებისას განაცხადა.

” როცა მუშაობ, შესაძლოა შეცდომაც დაუშვა, მაგრამ დიდი შეცდომა ან გადაცდომა მისი მხრიდან არ მახსოვს. არის დასახვეწი საკითხები, საქმის ორგანიზება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ვფიქრობ, ამას კახა კალაძე თავს კარგად გაართმევს”, - დასძინა ვოლსკიმ.