პარლამენტის წევრის, საქართველო-რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ისკო დასენის გამოსვლა რუმინეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე

პარლამენტის წევრის, საქართველო-რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ისკო დასენის გამოსვლა რუმინეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე

„რუმინეთი არის  ქვეყანა,  რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის ევროსაბჭოში უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც იქნება სასარგებლო როგორც ხალხს შორის მეგობრობის, ასევე საერთოდ ჩვენი ქვეყნებისთვის," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, საქართველო-რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ისკო დასენმა რუმინეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე.  მან თავის გამოსვლაში ყურადღება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მაქვს პატივი, როგორც საქართველო-რუმინეთის პარლამენტის წევრების მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შევიტანო ჩემი წვლილი საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში. ვსარგებლობ შემთხვევით, გულწრფელად მინდა აღვნიშნო, რომ ბედნიერი ვარ რუმინეთის ელჩთან, მის აღმატებულება რადუ ჰორუმბასთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობებით. პირველივე დღიდან თქვენი მიდგომა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში იყო და დღესაც არის შედეგზე ორიენტირებული და საქმიანი. თქვენ ღირსეულად წარმოადგენთ რუმინეთს, ქვეყანას რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის ევროსაბჭოში უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც იქნება სასარგებლო, როგორც ხალხს შორის მეგობრობის, ასევე საერთოდ ჩვენი ქვეყნებისთვის. მე და თქვენ, ბატონო რადუ, მოვაწყვეთ რამდენიმე შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის მიღების დროს და სხვა. ჩვენს შორის დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომლებსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, მათ შორის თბილისის და ბუქარესტის ცალკეული რაიონების დამეგობრება, თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის ბუქარესტის სახელის მინიჭება, ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის სკვერის მოწყობა და სხვა,"-განაცხადა ისკო დასენმა.

მიღებას რუმინეთის ელჩი, რადუ ლივიუ ჰორუმბა, რუმინეთის საელჩოს და სხვადასხვა დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.