საქართველოს ნაკრები EUROFAN-ზე გაემგზავრა

საქართველოს ნაკრები EUROFAN-ზე გაემგზავრა

30 ივნისს საქართველოს ნაკრები EUROFAN-ზე გაემგზავრა. ისინი უკრაინის ქალაქ ლვოვში ევროპელ ფანებს შორის  ტრადიციულ საფეხბურთო ჩემპიონატში - "Eurofan-2017" მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების ფანების გუნდი ტურნირში უკვე მეექვსედ მონაწილეობს. ქართველები ჯგუფში სლოვენიის, ლატვიის და ჰოლანდიური "ჰერენვეენის" ფანებთან ერთად მოხვდნენ. ტურნირზე 17 ქვეყნის 24 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფის ყველა მატჩი პარასკევს გაიმართება, შაბათს და კვირას კი პლეი-ოფის შეხვედრები დანიშნული.

 ქართველი გულშემატკივრები Eurofan-ზე განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევიან და რამდენიმე გუნდური და ინდივიდუალური ჯილდოც აქვთ მოგებული.

Eurofan 2017-ზე ქართველი ფანების სპონსორია "სოკარი". ლვოვში ჩასვლამდე გულშემატკივრები კიევში უკრაინული "სოკარის" წარმომადგენლებს ეწვივნენ, უკრაინის ეროვნული დღესასწაული- კონსტიტუციის დღე მიულოცეს და საჩუქრებიც ჩაუტანეს.