გია ვოლსკი:   ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია

გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია

ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია, ეს ყველასთვის ცნობილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართულობის საკითხზე დასმულ კითხვაზე გია ვოლსკიმ ასე უპასუხა - „ჩვენ რომ ერთი გუნდი ვართ, ეს სიახლე არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიაში მისი ჩართულობა რომ არ არის, ამაში გასაკვირი არაფერია“.

კითხვაზე, აისახება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პასიურობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე, ვოლსკიმ კითხვითვე უპასუხა - „რატომ უნდა აისახოს?!“. „ქართულ ოცნებას“ ვინც უჭერდა მხარს, ის დაუჭერს მხარს. ბიძინა ივანიშვილი რომ ამ გუნდის წევრია ეს ყველასთვის ცნობილია და მისი უშუალო ჩართულობა არა თუ ამ პროცესში, არამედ სხვა პროცესებში უკვე დიდი ხანია მოგონილია და ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტულ-მოარულ აზრად დადის თქვენს პოლიტიკურ გუნდში“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მანვე ისაუბრა მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან დაკავშირებით.

„პოლიტსაბჭოზე მეტი მსჯელობა იყო კალაძის ხედვებზე, ძალიან საინტერესო ხედვა აქვს ამა თუ იმ საკითხზე და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. მას ბევრი წარმატებული პროექტი აქვს, თუნდაც ის, რომ ამხელა ჰესის შენებლობა დასრულდა და ეს კახის დამსახურებაც არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.