ეკა ბესელია:  კახა კალაძე წარმატებული ქალაქის წარმატებული მერი იქნება

ეკა ბესელია: კახა კალაძე წარმატებული ქალაქის წარმატებული მერი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, კახა კალაძე წარმატებული ქალაქის წარმატებული მერი იქნება.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ კალაძე ისეთი მერი იქნება, როგორიც თბილისს სჭირდება.

„კახა კალაძე არის გამოცდილი, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კანდიდატი. გამოცდილი პოლიტიკოსია, მას აქვს ყველა ის თვისება და წარმარტებული ქალაქის წარმატებული მერი იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილების სისწორეში. კახა იყო და არის გამორჩეული მთავრობის გუნდში. მას ძალიან წარმატებული გზა ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ის წარმატებული მერი იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რომელია კალაძის ყველაზე წარმატებული პროექტი, ბესელიამ უპასუხა, რომ „ამ საკითხს ხელისუფლება კომპლექსურად უყურებს“.

“მისი თვისებები, უნარი, დამოკიდებულება საქმისადმი, პასუხისმგებლობის ხარისხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ თანამდებობაზე, ყველაფრის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. მისი მინისტრობის პერიოდში წარუმატებელი ნაბიჯი არ მახსოვს. მახსსოვს რეფორმები, რომლებიც მისი მინისტრობის დროს გატარდა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ბესელიას მტკიცებით, კალაძესთან დაკავშირებით გუნდმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.