„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს წევრები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის შესახებ მსჯელებენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მმართველი პარტიის კანდიდატი უკონკურენტოა. არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. კანდიდატს ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში წარადგენს.

”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად პარტიის ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მართავენ. ისინი ხელისუფლებას მათდამი უყურადღებობაში ადანაშაულობენ და თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის კანდიდატურის დაყენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენის პარალელურად მთაწმინდის პარკში აქციას გამართავენ.