ეკა ბესელია ადასტურებს, რომ

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ დღეს "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოზე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ჰგონია, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კალაძის გარდა სხვა კანდიდატურის განხილვა მოხდება.

"ჩვენ პოლიტსაბჭოზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სხვა კანდიდატის დასახელებაზე არ ვფიქრობ, თუმცა სხვა საკითხები შეიძლება იყოს განსახილველი სხდომაზე", - აღნიშნა ბესელიამ.