გია ვოლსკი:  ვეტო არასწორად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება

გია ვოლსკი: ვეტო არასწორად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება

ვფიქრობ, პრეზიდენტიც უნდა დაფიქრდეს და კონსენსუსთან დაკავშირებით მის მიერ გამოხატული სურვილი მხოლოდ სიტყვიერი არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ვეტო არასწორად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსზე პოზიტიური დამოკიდებულება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გაუჩნდა.

,,მიუხედავად სირთულეებისა, გარკვეულ საკითხებზე კონსენსუსამდე მივედით. არა მარტო პარლამენტში, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გაუჩნდა გარკვეული პოზიტიური დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელსაც კონსენსუსი ჰქვია. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტიც უნდა დაფიქრდეს და მხოლოდ სიტყვიერი არ უნდა იყოს მისი სურვილი, გამოხატული კონსენსუსთან დაკავშრებით. ვეტო ამ შემთხვევაში არასწორად გადადგმული პოლიტიურა ნაბიჯი იქნება.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ვარიანტი არის ის ვარიანტი, რომელიც ქვეყანას კრიზისს ააცილებს. ხოლო 2024 წელს დიდ იმედს ვიტოვებთ და ვფიქრობ, რომ ძალები უნდა გავაერთიანოთ ყველამ, საზოგადოებამ, რომ კოალიციური მართვისთვის წინაპირობა შეიქმნას. კარგი იყო ისიც, რაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური პროექტი და სამართლებრივ ნაწილში არავითარი შენიშვნა ჩვენს მიმართ არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.