"ქართული ოცნება" ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

როგორც "პირველს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში, 12:00 საათზე გაიმართება.

როგორც ცნობილია, ხვალვე, "ქართული ოცნება", პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მერობის კანდიდატ კახა კალაძეს ოფიციალურად წარადგენს.