პრემიერი ხვალ მერობის კანდიდატს წარადგენს

პრემიერი ხვალ მერობის კანდიდატს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ წარადგენს.

"პირველს" პარტია "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ ღონისძიება 20:00 სთ-ზე მთაწმინდის პარკში გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს დაასახელებს.

მანამდე, ხვალ 12:00 საათზე, პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.