ირაკლი სესიაშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ამ თემითაც სპეკულირებს

ირაკლი სესიაშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიცია ამ თემითაც სპეკულირებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ მამონტოვის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ოპოზიციის მორიგი სპეკულაციაა.

კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველთან“ საუბარში აღნიშნა, რომ რადგან ამ პირის მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს, როგორც ჩვევია ოპოზიციას გასაკვირი არ არის, რომ ამ თემითაც სპეკულირებენ. 
მაგრამ თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 2009 წელს ის საზღვრიდან უკან გააბრუნეს მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ დააკავეს? მან ხომ კანონი დაარღვია, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცათ, ხოლო თუ უკან გააბრუნეს საფუძვლის გარეშე ეს ცალკე დანაშაულია. ამიტომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის სპეკულაციაა“, - განაცხადა სესიაშვილმა.