ბუკიკიოს ეგონა უფრო სწრაფად მივაღწევდით კონსენსუსს, მაგრამ როცა დაინახა, რომ ეს ძნელია, საჭიროდ ჩათვალა პოზიტიურად შეეფასებინა ის, რაც დღემდე გაკეთდა

ბუკიკიოს ეგონა უფრო სწრაფად მივაღწევდით კონსენსუსს, მაგრამ როცა დაინახა, რომ ეს ძნელია, საჭიროდ ჩათვალა პოზიტიურად შეეფასებინა ის, რაც დღემდე გაკეთდა

კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია კონსენსუსი, რათა იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო. საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა ქვეყნის სტაბილურობისთვის სხვანაირად ფიქრობს, რომ კრიზისი არ დაუშვას. „მნიშვნელობა აქვს იმას, რაც ჯანი ბუკიკიომ საბოლოოდ განაცხადა. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია კონსენსუსი, რათა იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო საარჩევნო სისტემაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ქვეყნის სტაბილურობისთვის ჩვენ სხვანაირად ვხედავთ სიტუაციას და ვფიქრობთ, რომ კრიზისი არ უნდა დავუშვათ. ქვეყანაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულმა პარტიამ შექმნას ის უმრავლესობა, რომლითაც უნდა შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება. ეს თემა კარგად იცის ჯანი ბუკიკიომ და მთლიანობაში ვენეციის კომისიამ. მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი რჩევა, რომლის კომპეტენცია გააჩნია ვენეციის კომისიას. ეს კეთილი პოლიტიკური რჩევაა და ვფიქრობ, ამ რჩევას სრულად გავითვალისწინებთ და ამის შესაძლებლობა გვექნება უკვე 2024 წელს, როდესაც ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ჯანი ბუკიკიოს ნუ განვიხილავთ, როგორც ცალკე მდგომ რაღაც უსულო მექანიზმს ან დოკუმენტს. ადამიანმა რამდენჯერმე გამოთქვა თავისი აზრი და ამ აზრის საწინააღმდეგო ბევრი მოსაზრებებიც გაიგო. აქედან გამომდინარე მას ეგონა, რომ უფრო სწრაფად შევთანხმდებოდით და სწრაფად მივაღწევდით კონსენსუსს. როცა დაინახა, რომ ეს ძნელია, საჭიროდ ჩათვალა პოზიტიურად შეეფასებინა ის, რაც დღემდე გაკეთდა. მაგრამ ბუკიკიო თავის აზრზე დარჩა იმასთან დაკავშრებით, რომ კონსენსუსი შეუძლებელია პრინციპულ, მთავარ საკვანძო საკითხზე, როგორც ეს მას მიაჩნია. თუმცა, კონსენსუსი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშრებით 2018 წელს, 3 პროცენტაინი ბარიერი არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გაიმყარონ პოზიცია, მათ შორის პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.