რომან გოცირიძე:   უნდა მივიღოთ კანონი „ტყუილის მთქმელთა დასჯის შესახებ“

რომან გოცირიძე: უნდა მივიღოთ კანონი „ტყუილის მთქმელთა დასჯის შესახებ“

უნდა მივიღოთ კანონი „ტყუილის მთქმელთა დასჯის“ შესახებ, - აღნიშნული ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოვიდა.

მან ”ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2016 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულებისას წარადგინა და განაცხადა, რომ ტყუილის დადადასტურების შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

”დღეს წავიკითხე აზერბაიჯანის პარლამენტში სასაცილო ინიციატივის შესახებ. ერთ-ერთმა დეპუტატმა წამოადგინა კანონპროექტი ”ფარისევლობის აკრძალვის შესახებ” – ”პატხალიმობა” რომ ჰქვია. თურმე იქ გავრცელებულია ფარისევლობა და მაამებლობა. აი, ამის მსგავსად მოგიწოდებთ, ტყუილი მთავრობის მხრიდან აღიკვეთოს კანონით - ამ ტყუილს ვისმენდით ახლა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.