2-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს

2-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში 40°-ის ფარგლებში აღინიშნოს.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს - 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში - გარდაბანში 1991 წელს - 38,5 ℃ , ხოლო თბილისში - 1991 წელს - 36.5 ℃ დაფიქსირდა.