„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ხვალ წარადგენს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს ხვალ წარადგენს

პარტია „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს ხვალ, 1-ელ ივლისს წარადგენს.

იქამდე, 12:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მერობის კანდიდატს თავად პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება.