ყველასთან კონსულტაციების გარეშე ორი მოსმენით მიიღო კონსტიტუცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმეა ამ ჩიხიდან გამოსვლა

ყველასთან კონსულტაციების გარეშე ორი მოსმენით მიიღო კონსტიტუცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმეა ამ ჩიხიდან გამოსვლა

ორი მოსმენით, ყველასთან კონსულტაციების გარეშე მიიღო კონსტიტუცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმე არის ახლა ამ ჩიხიდან გამოსვლა, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანია, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მთავარი მოთხოვნა პლებისციტის ჩატარებაა, რათა მოსახლეობამ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

,,დიალოგი აუცილებელია. „ევროპულ საქართველოს “დიდი ხანია პოზიცია დაფიქსირებული აქვს. მიგვაჩნია, რომ ორ უმთავრეს საკითხზე- პრეზიდენტის არჩევასა და საარჩევნო სისტემაზე უნდა იყოს ჩატარებული პლებისციტი. ხალხს უნდა ვკითხოთ და რასაც მოსახლეობა გვეტყვის ის უნდა გაკეთდეს. ამის ფარგლებში, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება. ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ის თუ როგორ წარმართა ხელისუფლებამ პროცესი, იყო ჩიხის გზა. ორი მოსმენით, ყველასთან კონსულტაციების გარეშე მიიღო კონსტიტუცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმე არის ახლა ამ ჩიხიდან გამოსვლა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.