პარლამენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მაია მელიქიძეს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მაია მელიქიძეს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

მელიქიძე 80-ხმით, 2-ის წინააღმდეგ აირჩიეს.

ცნობისთვის, სემეკში, რომლის შემადგენლობაც, კანონით ხუთი წევრით არის განსაზღვრული, ორი ვაკანტური ორი ადგილი იყო, ერთ-ერთ წევრს კი უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.

სემეკის წევრის თანამდებობაზე მელიქიძის კანდიდატურა პარლამენტს მთავრობასთან შეთანხმებით, პრეზიდენტმა შესთავაზა.