მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო ოპოზიციისკენაა გადახრილი

მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო ოპოზიციისკენაა გადახრილი

ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონსენსუსის მიღწევის პროცესში მხოლოდ ხელისუფლების როლზე არ არის საუბარი და მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო მათკენაა გადახრილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა და , ჯანი ბუკიკიოს მესიჯებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა.

„მისი მხრიდან იყო ხაზგასმა, რომ კონსტიტუციური პროექტი კარგია, რომ ეს პროექტი მიღებული უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და ყველა მხარე კონსტრუქციული უნდა იყოს, რომ ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ჩვენს მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენივე სუბიექტური ინტერესების საზიანო გადაწყვეტილების მიღებასაც გაუსვა ხაზი.

შესაბამისად, ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონსენსუსის მიღწევის პროცესში მხოლოდ ხელისუფლების როლზე არ არის საუბარი, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ისარი უფრო მათკენაა გადახრილი, საბოლოო მიზანი კი პროგრესული კონსტიტუციის მიღებაა და არა პროცესის ჩაშლა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.